FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ელექტრონული კომერციის შესახებ

article  14

მონიტორინგის ვალდებულების არარსებობა.
1. აკრძალულია ამ კანონის მე-11−მე-13 მუხლებით განსაზღვრული შუალედური მომსახურების მიმწოდებლისთვის მის მიერ გატარებული ან შენახული ინფორმაციის მონიტორინგის ვალდებულების ან უკანონო ქმედების გამოვლენისთვის აქტიური ქმედებების განხორციელების ვალდებულების დაწესება.
2. შუალედური მომსახურების მიმწოდებელს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი შესაბამისი ადმინისტრაციული ან სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით შესაძლებელია დაევალოს უკანონო ქმედების გამოვლენისთვის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისთვის იმ მომსახურების მიმღების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მიწოდება, რომელთანაც მას დადებული აქვს ინფორმაციის შენახვის შესახებ შეთანხმება, აგრეთვე მომსახურების მიმღების თაობაზე სხვა ინფორმაციის მიწოდება.