Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 75 ბავშვის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ან სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და ძირითადი საპროცესო გარანტიები. 1. ბავშვს უფლება აქვს, მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების ან ქმედების გასაჩივრების მიზნით. 2. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მართლმსაჯულების განხორციელების ყველა სტადიაზე ბავშვისთვის ხელმისაწვდომ და აღქმად პროცედურებს. 3. სარჩელის აღძვრამდე ან მისი აღძვრის შემდეგ სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება მოპასუხის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსარჩელისთვის შესაძლო გამოუსწორებელი ზიანის მიყენება. 4. სრულწლოვანი პირის მიერ ბავშვის მიმართ ჩადენილი არცერთი ფორმის ძალადობის საქმე არ ექვემდებარება სასამართლო მედიაციას და მორიგებას. |