FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  32

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღების წესი.
1. მარეგისტრირებელი ორგანო ამ თავით განსაზღვრულ, მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონებით რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაშლა ხდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზოგადი წესით.
21. იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაშლის წესს, რომლის დამფუძნებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო, გარდა მეწარმე სუბიექტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლებისა, იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  32

ა) რეგისტრაციისათვის წარდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს;
    ბ) არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.