Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 1651 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლის სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების დროებითი წესი. 1. გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული და კომისიის მიერ განსაზღვრული პირობებით გაქვითული ელექტროენერგიის მოცულობასთან მიმართებით სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას უნივერსალური მიმწოდებლისგან იღებს ან აკმაყოფილებს კომისიის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 1651 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლის სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების დროებითი წესი. . 2. თუ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამურმა სიმძლავრემ მიაღწია ამ კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას, კომისია უფლებამოსილია დაუშვას მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება 2027 წლის 1 იანვრამდე შემდეგი პირობების დაცვის შემთხვევაში: ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს; ბ) წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად მომხმარებელი ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის მიიღებს კომისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს, ხოლო ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიისთვის გადაიხდის როგორც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების საფასურს, ისე ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურს კომისიის მიერ დადგენილი წესით. |