FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

article  81

უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვება სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით.
1. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა და ამ მიზნით:
    ა) საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა ან/და მასთან დაკავშირებული/მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები;
    ბ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მოსთხოვოს, იქონიოს მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაცემული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემისთვის რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობით განსაზღვრული არქიტექტურისა და ინტერფეისების შესაბამისად.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

article  81

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული და ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობების ორგანიზების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების შემდგომ ღონისძიებებს ახორციელებს უშუალოდ, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ტექნიკური და სამართლებრივი მონაწილეობის გარეშე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლებით დადგენილი წესით.
3. კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით.
4. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კომუნიკაციის ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით გადაჭერის ორგანიზებისა და განხორციელების და ტექნიკური მოპოვების წესი განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით. საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2871 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

article  81

მუხლი 8-2. მონაცემთა გადაცემის ფაქტების აღრიცხვა და ინფორმაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მიწოდება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ უნდა აღრიცხოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე და 136-ე მუხლებით დადგენილი წესებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის გადაცემის ფაქტები და სათანადო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

article  81

მუხლი 8-3. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება 1. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით. საქართველოს 2014  წლის 30 ნოემბრის  კანონი №2871 - ვებგვერდი, 30.11.2014წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/625,640 - ვებგვერდი, 22.04.2016წ.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

article  81

მუხლი 8-3 მუხლით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლებით დადგენილი წესით.
2. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის შესაძლებლობას.
3. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის არქიტექტურა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

article  81

მუხლი 8-5. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადები 1. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია უფლებამოსილია:
    ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი შემდეგი მონაცემები: მომხმარებლის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ინფორმაცია, მომსახურების მიწოდების მიზნით მინიჭებული სააბონენტო ნომერი და მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული სხვა მონაცემები;
    ბ) კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი შემდეგი მონაცემები: ბ.ა) მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.ბ) კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.გ) კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.დ) კომუნიკაციის თარიღის, დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.ე) კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.ვ) მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები;
    გ) კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ანგარიშისა და გადასახადების (მათ შორის, მომსახურების საფასურის) შესახებ ინფორმაცია.
2. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადების ამოწურვისთანავე უზრუნველყოს ამ მონაცემების წაშლა ან განადგურება. მონაცემთა ავტომატური განადგურების ტექნიკური აღსრულების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 დღეს. საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონი №3148 – ვებგვერდი, 03.07.2023წ.