Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნარჩენების მართვის კოდექსი article 441 მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მოთხოვნების შეუსრულებლობა. 1. დისტრიბუტორის მიერ ბაზარზე ისეთი პროდუქტის განთავსება, რომლის მწარმოებელიც არ არის რეგისტრირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში ან/და არ არის მგვ-ის ორგანიზაციის წევრი ან ინდივიდუალურად არ აქვს შექმნილი მგვ-ის ორგანიზაცია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის კოლექტიურად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში გაწევრების ან მგვ-ის ორგანიზაციის ინდივიდუალურად შექმნის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება ან რეგისტრაციის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 4. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 5. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით. |
ნარჩენების მართვის კოდექსი article 441 6. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით. 7. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ საქმიანობის ავტორიზაციის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 8. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ შეთანხმებული სამოქმედო გეგმის უქონლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 9. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი ნარჩენების შეგროვების, აღდგენის (რეგენერაციის) და რეციკლირების წლიური მიზნობრივი მაჩვენებლების მიუღწევლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. |