FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

article  20

შესწავლის დაწყების საფუძველი და განხორციელება.
1. შესწავლის დაწყების საფუძველია ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ ან მისი სახელით გაკეთებული წერილობითი განცხადება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების თანმხლები დოკუმენტების ნუსხა დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესითა და პროცედურებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესწავლა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარდგენილ იქნა ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ ან მისი სახელით, რომლის მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტი ერთობლივად ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული მთლიანი მსგავსი პროდუქტის 50 პროცენტზე მეტია და რომელიც მხარს უჭერს განცხადებას ან არ ეთანხმება მას. მიუხედავად ამისა, შესწავლის დაწყება დაუშვებელია, თუ შესწავლის ორგანო განცხადების მხარდასაჭერად გამოთქმული ან საპირისპირო აზრის შესწავლის საფუძველზე დაადგენს, რომ ადგილობრივი ინდუსტრიის იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მხარი დაუჭირა განცხადებას, წარმოებულია ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული მთლიანი მსგავსი პროდუქტის 25 პროცენტზე ნაკლები.
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

article  20

4. შესწავლის ორგანო შესწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენის დღიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 კალენდარული დღით, შესწავლის ორგანოს მიერ განმცხადებლისგან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. 5.   შესწავლის   ორგანო   შესწავლის   დაწყებაზე   უარის   თქმის   შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განმცხადებელს წერილობით აცნობებს შესწავლის დაწყებაზე დასაბუთებულ უარს.
6. შესწავლის ორგანო შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. გამოქვეყნების თარიღი ითვლება შესწავლის დაწყების თარიღად. ამასთანავე, შესწავლის ორგანო შესწავლის დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს თითოეული ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობას.
7. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, შესწავლის დაწყებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით მიმართოს შესწავლის ორგანოს შესწავლაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.
8. შესწავლის ორგანო შესწავლას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესისა და პროცედურების შესაბამისად. 9.  შესწავლის  პერიოდი 12  თვეს არ  უნდა  აღემატებოდეს. ეს  ვადა  შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 6 თვით.