Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 17 არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა. 1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმეს განიხილავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლე, ხოლო თუ საქმე კოლეგიურად განიხილება – სასამართლო კოლეგია, რომლის სულ მცირე ორი წევრი, მათ შორის, კოლეგიის თავმჯდომარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლეა. 2. სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმეს განიხილავს სასამართლო პალატა, რომლის სულ მცირე ორი წევრი, მათ შორის, პალატის თავმჯდომარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლეა. 3. თუ დაზარალებული არასრულწლოვანია, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიაში საქმის კოლეგიურად განხილვისას, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას კოლეგიის/პალატის შემადგენლობაშია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ერთი მოსამართლე. |