FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  50

ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე შემოტანა. ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე შემოტანა შეიძლება :
    ა) ექსპერიმენტული კვლევისათვის;
    ბ) რეგისტრაციისათვის – ნიმუშის სახით;
    გ) გამოფენის, სიმპოზიუმის, კონფერენციის, ფორუმისა და კონგრესისათვის – ნიმუშის სახით, რეალიზაციის უფლების გარეშე;
    დ ) რეექსპორტისათვის;
    ე ) საქონლის საწყობში/ტერმინალში შენახვის ან/და ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისათვის;
    ვ) განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, ეპიზოოტია, ეპიზოოტიის საშიშროება, ეგზოტიკური დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით;
    ზ) თუ ეს არის შუალედური ვეტერინარული პრეპარატი ან/და დაუფასოებელი ვეტერინარული პრეპარატი, ვეტერინარული პრეპარატის დასამზადებლად გამოსაყენებელი სუბსტანცია ან/და ნედლეული;
    თ) თუ ეს არის ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სადიაგნოსტიკო საშუალება. საქართველოს 2014  წლის 17 აპრილის   კანონი №2285  - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1649  –  ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის  კანონი  №1754  - ვებგვერდი, 28.12.2017წ.