FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  1621

მომსახურების გაწევის ადგილი.
1. თუ ამ მუხლის შესაბამისად, მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზეა გაწეული, მიიჩნევა, რომ იგი არ გაწეულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო თუ მომსახურება არ არის გაწეული საქართველოს ტერიტორიაზე, იგი განიხილება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეულად.
2. მომსახურების გაწევის ადგილის განსაზღვრის მიზნისთვის, პირი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) დასაბეგრ პირად განიხილება მისთვის გაწეულ ნებისმიერ მომსახურებასთან დაკავშირებით.
3. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი:
    ა) მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღები არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არის დასაბეგრი პირი. ამასთანავე, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების მიმღების ფიქსირებული დაწესებულებისთვის, რომელიც არ მდებარეობს იქ, სადაც მომსახურების მიმღებია დაფუძნებული, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ფიქსირებული დაწესებულების მდებარეობის ადგილი. დაფუძნების ადგილის ან ფიქსირებული დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღებს აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  1621

ბ) მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების გამწევი (დასაბეგრი პირი) არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არ არის დასაბეგრი პირი. ამასთანავე, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების გამწევის ფიქსირებული დაწესებულების მიერ, რომელიც არ მდებარეობს იქ, სადაც მომსახურების გამწევია დაფუძნებული, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ფიქსირებული დაწესებულების მდებარეობის ადგილი. დაფუძნების ადგილის ან ფიქსირებული დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების გამწევს აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.
4. უძრავ ნივთთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს უძრავი ნივთი, მათ შორის:
    ა) უძრავი ნივთის ექსპერტის და აგენტის მომსახურება;
    ბ) სამშენებლო სამუშაოების მომზადებისა და კოორდინაციის მომსახურება (სამშენებლო მოედანზე კონტროლის და ზედამხედველობის განხორციელება).
5. სხვა პირის სახელით და დავალებით მოქმედი შუამავლის მიერ არადასაბეგრი პირისთვის გაწეული მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება იმ ოპერაციის განხორციელების ადგილი, რისთვისაც არის გაწეული ეს საშუამავლო მომსახურება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  1621

6. არადასაბეგრი პირისთვის, კულტურული, სახელოვნებო, სამეცნიერო, განათლების, გასართობი, ფიზიკური კულტურისა და სპორტული ან მსგავსი ღონისძიებების, როგორებიცაა წარმოდგენა, პრეზენტაცია ან გამოფენა, ასევე ამ ღონისძიებების ორგანიზების მომსახურების (მათ შორის, დამხმარე მომსახურების) გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ეს ღონისძიებები ფაქტობრივად ხორციელდება.
7. დასაბეგრი პირისთვის, კულტურულ, სახელოვნებო, სამეცნიერო, განათლების, გასართობ, ფიზიკური კულტურისა და სპორტულ ან მსგავს ღონისძიებებზე, როგორებიცაა წარმოდგენა, პრეზენტაცია ან გამოფენა შესვლის/დაშვების უფლების ან/და ასეთ შესვლის/დაშვების უფლებასთან დაკავშირებული დამხმარე მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ეს ღონისძიებები ფაქტობრივად ხორციელდება.
8. მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება მისი ფაქტობრივად განხორციელების ადგილი, თუ არადასაბეგრი პირისთვის გაწეულია რომელიმე შემდეგი მომსახურება:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  1621

ა) ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მომსახურება, რაც მოიცავს ჩატვირთვას, გადმოტვირთვას, გადაფუთვას, დასაწყობებას და საქონლის შენახვას გადაზიდვისას, საქონლის შეფუთვას ტრანსპორტირების მიზნით, დოკუმენტაციის მომზადებას საბაჟო ფორმალობების დასრულებამდე, ინსპექტირებას, შემოწმებასთან დაკავშირებულ მომსახურებას და სხვა მსგავს მომსახურებებს;
    ბ) მოძრავი ნივთის შეფასება ან ასეთ ქონებასთან დაკავშირებული სამუშაო/მომსახურება.
9. მგზავრისთვის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ხორციელდება ტრანსპორტირება, გავლილი მანძილის პროპორციულად.
10. არადასაბეგრი პირისთვის საქონლის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ხორციელდება ტრანსპორტირება, გავლილი მანძილის პროპორციულად.
11. სარესტორნე ან/და კვების მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ეს მომსახურება ფაქტობრივად ხორციელდება.
12. სატრანსპორტო საშუალების მოკლევადიანი იჯარის მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ეს სატრანსპორტო საშუალება ფაქტობრივად გადადის მომხმარებლის განკარგულებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  1621

13. არადასაბეგრ პირზე სატრანსპორტო საშუალების გაქირავების/იჯარის ადგილი, გარდა მოკლევადიანი იჯარისა, არის ადგილი, სადაც მომხმარებელი არის დაფუძნებული, აქვს მუდმივი მისამართი ან ჩვეულებრივ ცხოვრობს. ამასთანავე, არადასაბეგრ პირზე სასეირნო კატერის გაქირავების (გარდა მოკლევადიანი იჯარისა) ადგილი არის ადგილი, სადაც სასეირნო კატერი ფაქტობრივად გადადის მომხმარებლის განკარგულებაში.
14. არადასაბეგრი პირისთვის მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც იგი არის დაფუძნებული, აქვს მუდმივი მისამართი ან ჩვეულებრივ ცხოვრობს, თუ მისთვის გაწეულია რომელიმე შემდეგი მომსახურება:
    ა) ტელესაკომუნიკაციო მომსახურება;
    ბ) რადიო- და ტელესამაუწყებლო მომსახურება;
    გ) ელექტრონულად გაწეული მომსახურება;
    დ) საავტორო უფლების, პატენტის, ლიცენზიის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა მსგავსი უფლების გადაცემა ან დათმობა;
    ე) სარეკლამო მომსახურება;
    ვ) საკონსულტაციო, საინჟინრო, იურიდიული, საბუღალტრო და სხვა მსგავსი მომსახურება, აგრეთვე, მონაცემთა დამუშავება და ინფორმაციის მიწოდების მომსახურება;
    ზ) ამ ნაწილით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის ან უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებისგან ან განხორციელებისგან თავის შეკავების ვალდებულება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  1621

თ) საბანკო, ფინანსური და სადაზღვევო ოპერაციები, მათ შორის, გადაზღვევა, გარდა სეიფის იჯარისა;
    ი) პერსონალით უზრუნველყოფა;
    კ) მოძრავი ნივთის იჯარით გადაცემა, გარდა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების იჯარისა.
15. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც ამ მუხლის მე-3 ნაწილით და მე-12−მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული ცალკეული მომსახურება განიხილება:
    ა) სხვა ქვეყანაში გაწეულად, თუ ის ხორცილდება საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ამ მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობა ან/და მისი გამოყენება ხდება საქართველოს ტერიტორიის გარეთ;
    ბ) განიხილება საქართველოში გაწეულად, თუ ის ხორციელდება საქართველოს ტერიტორიის გარეთ, მაგრამ ამ მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობა ან/და მისი გამოყენება ხდება საქართველოში.