Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროფესიული განათლების შესახებ article 17 არაფორმალური განათლებისა და ფორმალური განათლების აღიარება. 1. არაფორმალური განათლებისა და ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება ხდება სამინისტროს მიერ დადგენილი წესებით. 2. რეგულირებადი პროფესიის ფარგლებში არაფორმალური განათლების აღიარება ხდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. 3. ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებისას შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შეიძლება დადგინდეს ერთი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების სხვა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან შესაბამისობა, მათი ფორმულირების მიუხედავად. 4. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ფორმალური განათლების აღიარება დასაშვებია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე, სწავლის უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვების შემთხვევაში. |