FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

article  42

სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული შეფერხებისას.
1. სააგენტოსთვის სხვა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვებსერვისის ან/და სხვა ელექტრონული კავშირის მეშვეობით უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას (ან აღრიცხვისას) ტექნიკური გაუმართაობის ან/და ელექტრონული კავშირის შეფერხების შემთხვევაში, როდესაც სააგენტო ვერ იღებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციას ან/და ვერ გადაამოწმებს მას, სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა ჩერდება არაუმეტეს 5 წუთისა, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ტექნიკური გაუმართაობის აღმოუფხვრელობის ან/და ელექტრონული კავშირის აღუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო დამატებითი გადამოწმების გარეშე, ამ მუხლით დადგენილი წესით აგრძელებს (ასრულებს) სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელებას.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

article  42

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, როდესაც სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველი ამ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემაა, სააგენტო რეგისტრაციას ან აღრიცხვიდან მოხსნას განახორციელებს მხოლოდ გამსხვისებლის მიერ მისთვის უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის არქონის თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას გამსხვისებლის მიერ მისთვის ცნობილი უფლებრივი შეზღუდვის, სამართლებრივი დატვირთვის ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შემთხვევაში მოტყუებულ შემძენს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ედავოს მას გარიგების ბათილად ცნობაზე.
4. სააგენტოს ან მის თანამშრომელს არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ მუხლით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

article  42

მუხლი 4-1. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაცია, ავტორიზაცია, იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელოს დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების მეშვეობით ან/და დაინტერესებული პირის სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით, მასთან პირდაპირი ვიზუალური კონტაქტით. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით გამოიყენოს მონაცემთა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე დაამუშაოს დაინტერესებული პირის შესახებ მონაცემები (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის თანხმობით დაამუშაოს ბიომეტრიული მონაცემი) ფოტოგადაღებით, აუდიომონიტორინგით ან/და აუდიო- და ვიდეომონიტორინგით.
6. დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესსა და პირობებს, აგრეთვე ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სააგენტოსათვის წარდგენის წესსა და პირობებს და სააგენტოს მიერ მომსახურების ავტორიზებული პირისათვის გაწევის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.