FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  61

ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.
1. კრედიტორი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის მოვალის მიმართ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება აქვს, უფლებამოსილია განახორციელოს ეს უფლება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიუხედავად, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისისა. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგება შესაბამისი მოთხოვნის შესრულების დრო ან/და მისი წარმოშობისთვის აუცილებელი პირობა.
2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ წარმოშობილ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მმართველი ან მართვაში მყოფი მოვალე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით.
3. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია, თუ:
    ა) კრედიტორის მოთხოვნა კრედიტორთა რეესტრში შეტანილი არ არის;
    ბ) მოვალის მიმართ კრედიტორის ვალდებულება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 90 დღის განმავლობაში წარმოიშვა და კრედიტორმა ეს ვალდებულება მოთხოვნათა გაქვითვის მიზნით იკისრა;
    გ) კრედიტორმა მოთხოვნა სხვა კრედიტორისგან გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 90 დღის განმავლობაში ან გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ შეიძინა;
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  61

დ) კრედიტორის მოთხოვნა ისეთი ქმედების საფუძველზე წარმოიშვა, რომელიც ამ კანონის VIII თავის შესაბამისად შეცილებას ექვემდებარება.
4. მოთხოვნათა გაქვითვის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნარო იყო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 90 დღის განმავლობაში.
5. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებული მოთხოვნათა გაქვითვა ამ კანონის VIII თავის შესაბამისად შეცილებას ექვემდებარება.
6. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთგაქვითვაზე, რომელიც იმავე კანონით დადგენილი წესით ხორციელდება.