Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეწარმეთა შესახებ article 79 სამეწარმეო საზოგადოების დაშლა სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე. 1. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოება შეიძლება დაიშალოს სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, თუ ერთ-ერთმა პარტნიორმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაარღვია კანონით ან წესდებით მისთვის დაკისრებული არსებითი მოვალეობა, ან თუ პარტნიორი მოვალეობას ვეღარ ასრულებს და სამეწარმეო საზოგადოების მიზანი ვეღარ მიიღწევა. 3. პარტნიორს შეუძლია სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების სასამართლოში შემტანი პარტნიორის წილი სასამართლოს მეშვეობით სამართლიან ფასად გამოისყიდოს განცხადების შეტანიდან 30 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ყოველ პარტნიორს უნდა მიეცეს თავისი წილის პროპორციულად გამოსყიდვაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ დანარჩენი პარტნიორები წილების გადანაწილების სხვა წესზე არ შეთანხმდებიან. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეთავაზების გაკეთებიდან 30 დღის ვადაში წილის გამოსყიდვის სამართლიან ფასზე მხარეთა შეუთანხმებლობისას სამართლიან ფასს ადგენს სასამართლო. 5. წესდებით შეიძლება გამოირიცხოს ან ამ მუხლით დადგენილი ნორმების საწინააღმდეგოდ შეიზღუდოს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის მოთხოვნის უფლება. |