FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  7

ცვლილება საქონლის სპეციფიკაციაში.
1. განმცხადებელს ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქპატენტს წარუდგინოს საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადი.
2. თუ განაცხადი საქონლის სპეციფიკაციაში არსებითი ცვლილების შეტანას ეხება, იგი წარდგენილი უნდა იქნეს ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და მასზე უნდა ჩატარდეს ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ექსპერტიზა იმავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში.
3. თუ განაცხადი საქონლის სპეციფიკაციაში არაარსებითი ცვლილების შეტანას ეხება, საქპატენტი მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
4. საქონლის სპეციფიკაციაში შესატანი ცვლილება არსებითად მიიჩნევა, თუ იგი:
    ა) საქონლის ძირითად მახასიათებლებს ეხება;
    ბ) ამ კანონის მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კავშირს ცვლის;
    გ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი ნაწილის ცვლილებას მოიცავს;
    დ) შესაბამის გეოგრაფიულ არეალს ცვლის;
    ე) საქონლის ან ნედლეულის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვასთან/ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აფართოებს.
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  7

5. დაინტერესებული პირის მიერ საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში ამის თაობაზე ეცნობება განმცხადებელს ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის ექსპერტიზის დასრულებიდან 5 დღის ვადაში. განმცხადებელი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრება საქონლის სპეციფიკაციაში შესატანი არაარსებითი ცვლილების შესახებ საქპატენტს წარუდგინოს აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში, ხოლო არსებითი ცვლილების თაობაზე − 1 თვის ვადაში.
6. საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში საქპატენტი აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად.