FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  11

შეტყობინება საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ.
1. საქართველოს ეროვნული ბანკი შეიმუშავებს და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ელექტრონული დოკუმენტის ან/და მატერიალური დოკუმენტის სახით აწვდის იმ სისტემებისა და მათი მონაწილეების ჩამონათვალს, რომლებზედაც ვრცელდება ამ თავის მოქმედება.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსგან იღებს ინფორმაციას სისტემის მონაწილის, ოპერატორის ან ანგარიშსწორების აგენტის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების თაობაზე.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი უცხოური ორგანოსგან უცხოური სისტემის მონაწილის, ოპერატორის ან ანგარიშსწორების აგენტის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას ადგილობრივი სისტემების ოპერატორებს.
4. სისტემის მონაწილე ვალდებულია ოპერატორს, ხოლო ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  11

5. საქართველოს ეროვნული ბანკი დაუყოვნებლივ ატყობინებს ადგილობრივი სისტემების ოპერატორებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად  მიღებული  ინფორმაციის  საფუძველზე  ან  მის მიერ  სისტემის მონაწილის, ოპერატორის  ან  ანგარიშსწორების  აგენტის  მიმართ ლიკვიდაციის,    დროებითი ადმინისტრაციის ან რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ.