Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საჯარო შესყიდვების შესახებ article 29 კონკურენტული დიალოგი. 1. კონკურენტული დიალოგი ორეტაპიანი პროცედურაა. 2. კონკურენტული დიალოგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს: ა) საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესასყიდად, თუ დაკმაყოფილდება ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა: ა.ა) შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებები ბაზარზე ხელმისაწვდომი გადაწყვეტის გზების მისადაგების გარეშე ვერ დაკმაყოფილდება; ა.ბ) საჯარო შესყიდვა მოიცავს დიზაინს ან ინოვაციურ გადაწყვეტას; ა.გ) შესყიდვის ხელშეკრულება მის ბუნებასთან, სირთულესთან, სამართლებრივ და ფინანსურ სტრუქტურასთან ან რისკებთან დაკავშირებული გარემოებების გამო წინასწარი მოლაპარაკების გარეშე ვერ დაიდება; ა.დ) შემსყიდველი ორგანიზაცია მკაფიოდ ვერ განსაზღვრავს სპეციფიკაციებს შესაბამის სტანდარტზე მითითებით; ბ) თუ საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესასყიდად გამოცხადებული ღია პროცედურა ან შეზღუდული პროცედურა არ შედგება ან უარყოფითი შედეგით დასრულდება. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს საჭიროებებსა და მოთხოვნებს, აგრეთვე დაადგენს საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმებსა და ვადებს. ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის კრიტერიუმის გამოყენება სავალდებულოა. 4. განაცხადის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ ეკონომიკურ ოპერატორს. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 29 5. შემსყიდველი ორგანიზაცია წარდგენილი განაცხადების მიხედვით ადგენს, აქვთ თუ არა ეკონომიკურ ოპერატორებს სათანადო კვალიფიკაცია, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს, და შერჩეულ კანდიდატებს იწვევს კონკურენტულ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია შეამციროს კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად. 6. შემსყიდველი ორგანიზაცია შერჩეულ ეკონომიკურ ოპერატორებთან მართავს კონკურენტულ დიალოგს, რომლის მიზანია შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებების დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალების იდენტიფიცირება/განსაზღვრა. ამ დიალოგის განმავლობაში შესაძლებელია საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა ასპექტის (საკითხის) განხილვა. 7. დიალოგის განმავლობაში შემსყიდველი ორგანიზაცია ყველა მონაწილის მიმართ თანაბარ მოპყრობას უზრუნველყოფს. მან მონაწილეებს ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით არ უნდა მიაწოდოს, რათა ზოგიერთ მათგანს სხვებთან შედარებით უპირატესობა არ მიენიჭოს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია კანდიდატის მიერ შეთავაზებული გადაწყვეტის გზა ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე არ გაანდოს სხვა კანდიდატს. ასეთი თანხმობა ზოგადი არ უნდა იყოს და კონკრეტულ ინფორმაციაზე მითითებას უნდა შეიცავდეს. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 29 8. კონკურენტული დიალოგი შესაძლებელია მოიცავდეს რამდენიმე თანამიმდევრულ ეტაპს, რომელთა მიზანია შეთავაზებული გადაწყვეტის გზის/გზების რაოდენობის შემცირება შესყიდვის პირობებით დადგენილი საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმების გამოყენებით. შეთავაზებული გადაწყვეტის გზის/გზების რაოდენობის ეტაპობრივად შემცირება დასაშვებია, თუ ასეთი შესაძლებლობა შესყიდვის პირობებით წინასწარ არის გათვალისწინებული. 9. შემსყიდველი ორგანიზაცია დიალოგს განაგრძობს მანამ, სანამ იგი არ შეძლებს საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალების იდენტიფიცირებას. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 29 10. მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაცია დიალოგს დასრულებულად გამოაცხადებს და ამის შესახებ აცნობებს შერჩეულ ეკონომიკურ ოპერატორებს, იგი ამ დიალოგის განმავლობაში გამოვლენილი და იდენტიფიცირებული/განსაზღვრული საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალების საფუძველზე სთხოვს მათ საბოლოო წინადადებების წარდგენას. ეს წინადადებები უნდა შეიცავდეს მოთხოვნილ, შესაბამისი პროექტის შესასრულებლად საჭირო ყველა ელემენტს. აღნიშნული წინადადებები შეიძლება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით დაზუსტდეს ან დაიხვეწოს. ამასთანავე, დაზუსტება ან დახვეწა არ შეიძლება შეეხოს წინადადების ან საჯარო შესყიდვის არსებით ნაწილს, მათ შორის, შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ საჭიროებებსა და მოთხოვნებს, თუ ამ ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს კონკურენციის შეზღუდვა ან დისკრიმინაცია. 11. შემსყიდველი ორგანიზაცია წინადადებებს აფასებს შესყიდვის პირობებით დადგენილი საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმების გამოყენებით. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 29 12. შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით, საუკეთესო წინადადების მქონე პრეტენდენტი შესყიდვის ხელშეკრულების საბოლოო პირობების განსაზღვრის მიზნით შეიძლება მოწვეულ იქნეს ფინანსური ვალდებულებებისა და წინადადებაში მითითებული სხვა პირობის დასადასტურებლად, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს წინადადების ან შესყიდვის პირობების არსებითი ასპექტების (მათ შორის, შესყიდვის პირობებით განსაზღვრული საჭიროებებისა და მოთხოვნების) ცვლილებას და კონკურენციის შეზღუდვას ან დისკრიმინაციას. |