Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ვაზისა და ღვინის შესახებ article 334 ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის ექსპორტი და იმპორტი. 1. ღვინისა და ღვინისეული სასმლის ექსპორტი დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით. 2. ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის დროს წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. 3. საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის იმპორტი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ საჭიროებს დამატებით გადამუშავებას, დაფასოებულია სამომხმარებლო ტარაში და განკუთვნილია უშუალო მოხმარებისთვის. 4. საქართველოში დროებით შემოტანილი ღვინის შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა დაუშვებელია. |