Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 157 საქონლის გატანისას განსახორციელებელი ღონისძიებები. 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია განსაზღვროს მარშრუტი, რომლითაც უნდა გადაადგილდეს გასატანი საქონელი, და ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი უნდა იქნეს გატანილი. 2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) პირმა, რომელსაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გააქვს; ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გამტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს; გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა. 3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექვემდებარება: ა) იმპორტის გადასახადის დაბრუნებას ან ჩათვლას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახდელების გადახდასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობებს; |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 157 გ) ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევით წარმოებული საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით; დ) თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ვაჭრობაში დამცავ ღონისძიებებს. 4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელს საბაჟო ორგანო გაუშვებს, თუ ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არის იმავე მდგომარეობაში, რომელშიც იყო საბაჟო დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 157 5. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის წესი და მისი გატანისას განსახორციელებელი საბაჟო ფორმალობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. |