Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 373 კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასება. 1. კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად, კერძოდ, ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლების არსებობის დასადგენად, ეროვნული ბანკი აღრიცხავს კომერციული ბანკის აქტივებსა და ვალდებულებებს ბუღალტრული აღრიცხვისა და პრუდენციული საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავად განახორციელოს ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასება. დამოუკიდებელი შეფასების არარსებობა ხელს არ უშლის ეროვნულ ბანკს, მიიღოს ამ კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აღრიცხვასთან ერთად კომერციული ბანკის მიმართ გამოსაყენებელი სათანადო სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შესარჩევად, აგრეთვე ამ ინსტრუმენტების გამოყენების პირობების განსასაზღვრავად ხორციელდება კომერციული ბანკის აქტივების, მათ შორის, აქტივებზე დარიცხული ზარალისა და ვალდებულებების, შეფასება (სრულყოფილი შეფასება). შეფასების რამდენიმე მეთოდის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება ის მეთოდი, რომლის შედეგადაც შეფასების ყველაზე ნაკლები ღირებულება მიიღება (კონსერვატიული მიდგომა). |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 373 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება აგრეთვე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ოდენობის ზარალს მიიღებდნენ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში ძირითადი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების მფლობელები (აქციონერები) და ამ კანონის 37-12 მუხლით განსაზღვრულ კრედიტორთა თითოეული რიგი. აღნიშნული შეფასება არ გამოიყენება იმ კომპენსაციის ოდენობის განსასაზღვრავად, რომელიც შეიძლება გაიცეს აქციონერებზე ან/და კრედიტორებზე, თუ ამ შეფასების შედეგად დადასტურდება, რომ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციონერები ან/და კრედიტორები იმაზე ნაკლებად იზარალებდნენ, ვიდრე მათ იზარალეს ამ კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებით. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 373 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასების განსახორციელებლად ეროვნული ბანკი ნიშნავს დამოუკიდებელ შემფასებელს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავად განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასება, თუ დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შეფასების განხორციელება შეუძლებელია შესაბამის გარემოებათა გამო, მათ შორის, საკითხის გადაუდებელი ხასიათიდან გამომდინარე, ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 55-1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მიღწევას საფრთხე ემუქრება. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემოიღოს რეზოლუციის რეჟიმი, მიიღოს ნებისმიერი სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება და განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები შუალედური შეფასების საფუძველზე. თუ შუალედური შეფასება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნით ხორციელდება, ეროვნულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს დამატებითი დანაკარგების რეზერვი შესაბამის დასაბუთებასთან ერთად. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 373 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი შეფასების, მათ შორის, შუალედური შეფასების, განხორციელების შემდეგ ეროვნული ბანკი ვალდებულია შესაძლებლობისთანავე უზრუნველყოს დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შეფასების განხორციელება. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამოუკიდებელი შეფასების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს დამატებითი სარეზოლუციო უფლებამოსილებები, მათ შორის, გაზარდოს კომერციული ბანკის აქციონერთა და კრედიტორთა მიერ მისაღები ზარალის ოდენობა, აღადგინოს ჩამოწერილ მოთხოვნათა ნაწილი, დამატებით განახორციელოს აქტივების ან/და ვალდებულებების გადაცემა ან დაიბრუნოს მანამდე გადაცემული აქტივები ან/და ვალდებულებები, გაზარდოს ან შეამციროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც გადახდილ იქნა აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ინსტრუმენტის გამოყენებისას ან დროებითი ბანკის გასხვისებისას. 6. ეროვნული ბანკი ადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების განხორციელების წესებს, პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, მათ შორის, დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ გასათვალისწინებელ კონსერვატიულ დათქმებს და დამოუკიდებელი შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 373 7. ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასება სარეზოლუციო ინსტრუმენტის ან/და სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია და იგი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გადაწყვეტილებასთან ერთად, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. |