FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  29

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები.
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს პარტნიორთა შეთანხმებას და განცხადებას. აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის დადგენილ სავალდებულო მონაცემებს.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მონაცემებისა, უნდა მიეთითოს:
    ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი;
    ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია;
    გ) რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელება, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა;
    დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  29

21. მარეგისტრირებელი ორგანო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციასთან ერთად, ერთიანი ელექტრონული პორტალის ფარგლებში ქმნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ელექტრონულ მისამართს, რომელზედაც ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესები.
22. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ჰქონდეს რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელია ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა. ელექტრონული შეტყობინების რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნა ამ შეტყობინების შესაბამისი პირისთვის ჩაბარებად მიიჩნევა.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის სხვა წესები განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.