FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  77

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების დადგენილი ნორმების გადამეტება ან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება.
1. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ვიბრაცია, ხმაური, ელექტრომაგნიტური ველი) დადგენილი ნორმების გადამეტება – გამოიწვევს დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:
    ა) ვიბრაციის დადგენილი ნორმის გადამეტება − 1 500 ლარის ოდენობით;
    ბ) ხმაურის დადგენილი ნორმის 1-დან 4 დბ-მდე გადამეტება − 1 500 ლარის ოდენობით;
    გ) ხმაურის დადგენილი ნორმის 4-დან 11 დბ-მდე გადამეტება − 2 500 ლარის ოდენობით;
    დ) ხმაურის დადგენილი ნორმის 11-დან 16 დბ-მდე გადამეტება − 3 500 ლარის ოდენობით;
    ე) ხმაურის დადგენილი ნორმის 16 ან 16-ზე მეტი დბ-ით გადამეტება − 5 000 ლარის ოდენობით;
    ვ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 0,1-დან 5 მკვტ/სმ-2-მდე გადამეტება − 5 000 ლარის ოდენობით;
    ზ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 5-დან 10 მკვტ/სმ-2-მდე გადამეტება − 10 000 ლარის ოდენობით;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  77

თ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 10-დან 15 მკვტ/სმ-2-მდე გადამეტება − 15 000 ლარის ოდენობით;
    ი) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 15 ან 15-ზე მეტი მკვტ/სმ-2-ით გადამეტება − 20 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას იმავე ქმედების ჩადენისთვის ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
5. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება – გამოიწვევს დაჯარიმებას:
    ა) დადგენილზე 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;
    ბ) დადგენილზე  5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის ოდენობით;
    გ) დადგენილზე 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას იმავე ქმედების ჩადენისთვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.