FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  219

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანოები.
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 153-7, 153-​-8 და 153-​-10−153-​-12 მუხლებით, 155-3 მუხლის პირველი−მე-10 ნაწილებით, 155-​-5 მუხლით, 155-​​​​​-6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 171-​​​​​-5 მუხლის მე-3, მე-7, 8-​-1 და 8-2 ნაწილებითა და 176-​​​​-4−176-6  და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 42​​​-​-10 მუხლით, 82​​​​​-​-5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 127-1 მუხლის მე-2, 3​​​-​-1 და 3-​-2 ნაწილებითა და 129​​​-​-1, 157-ე, 174​​​-​-17, 177​​​-​-14, 177-​​​​​-15, 191-​-1 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ:
    ა) ამ კოდექსის 127-1 მუხლის მე-2, 3-1 და 3-2 ნაწილებითა და 157-ე, 165-ე, 165-10 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის − საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  219

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 129-1, 194-ე და 195-ე მუხლებით, – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეებს, სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეს, რეგიონალური საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საგადასახადო ორგანოების სხვა, სათანადოდ უფლებამოსილ პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სხვა უფლებამოსილ თანამდებობის პირებს;
    გ) ამ კოდექსის 42​​​-​-10 მუხლით, 82-​​​​​​-5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 155-​​​​​-3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155-​​​​​-5 მუხლით, 155​​​-​-6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171​​​​​-​-5 მუხლის მე-3, მე-7, 8-​-1 და 8-​-2 ნაწილებითა და 174-​​​-17, 176-4−176-6, 177-​​​​​-15 და 179-​-3 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  219

3. ამ კოდექსის 153-​​​​​-7, 153-​​​-8, 153-​​​-10−153-​​​-12 და 176​-​-4−176-6 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  219

31. ამ კოდექსის 177-14 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს ჩაჰბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  219

32. ამ კოდექსის 135-2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაჰბარდეს. ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი ტექნიკური საშუალებით (ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით) დაფიქსირდეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  219

4. ამ კოდექსის 155-3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155-5 მუხლით, 155-6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 171-5 მუხლის მე-3, მე-7, 8-1 და 8-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს  ჩაჰბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი უნდა დაფიქსირდეს ტექნიკური საშუალებით (ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით).
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  219

5. ამ კოდექსის 191-1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.
6.  ამ კოდექსის 42-10, 174-17 და 177-15 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.