FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  134

ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზომები.
1. სამინისტრო ამ კანონის 132-ე მუხლის შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ნორმების შემუშავებისას და ამოქმედებისას, აგრეთვე ამ კანონის 138-ე მუხლის შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განხორციელებისას კომისიასთან და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით იღებს ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:
    ა) საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო და საიმედო მიწოდების უწყვეტობა;
    ბ) ელექტროენერგეტიკული საქმიანობის გამჭვირვალე და სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეთა მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გათვალისწინებით და ქვეყნის მასშტაბით ჰარმონიზებული მარეგულირებელი პრაქტიკის ჩამოყალიბება;
    გ) ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება, განვითარება და ინტეგრაცია, მათ შორის, ელექტროენერგიით შიდა საბითუმო და საცალო ვაჭრობის ლიკვიდურობა, აგრეთვე ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებაზე შეუზღუდავი დაშვება;
    დ) ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების სათანადო მდგომარეობის შესანარჩუნებლად მათი სათანადო მოვლა-პატრონობა და საჭიროების შემთხვევაში განახლება;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  134

ე) ხარისხის სტანდარტები ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე დადგენილი ტექნიკური წესების შესაბამისად;
    ვ) ბაზარზე საპროგნოზო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ელექტროენერგიის გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელებში შეუზღუდავი და დასაბუთებული ინვესტიციები, მათ შორის, კომერციული ინვესტიციები ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრის განვითარებისთვის;
    ზ) განახლებადი ენერგიის წყაროების, აგრეთვე ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოების მეშვეობით მიღებული ელექტროენერგიის ხელშეწყობა;
    თ) ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილური ოპერირებისთვის გადაცემისა და წარმოების საკმარისი სარეზერვო სიმძლავრის არსებობა;
    ი) ელექტროენერგიაზე მოთხოვნასა და წარმოების სიმძლავრეების ხელმისაწვდომობას შორის ბალანსი;
    კ) ელექტროენერგიასთან დაკავშირებული მოთხოვნის ზრდის გრძელვადიანი ეფექტის შემცირება;
    ლ) ენერგოეფექტურობისა და ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, მოთხოვნის მართვის, განახლებადი ენერგიისა და „ჭკვიანი“ აღრიცხვის ტექნოლოგიების და ელექტროენერგიის განაწილებული წარმოების დანერგვის წახალისება, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის რეალურ დროში სამართავად;
    მ) ენერგიის დამზოგავი ღონისძიებების ხელშეწყობა;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  134

ნ) ელექტროენერგიის წარმოების ახალ სიმძლავრეზე დასაშვებად ელექტროენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ხელშემშლელი ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრა და ადმინისტრაციული პროცედურების მინიმუმამდე შემცირება;
    ო) მწარმოებლებისა და მომხმარებლებისთვის წყვეტადი და სხვადასხვა ხანგრძლივობის ხელშეკრულებების დადების ხელშემშლელი ბარიერების აღმოფხვრა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიღებული ან დაკისრებული ყველა ზომა უნდა იყოს არადისკრიმინაციული და არ უნდა ზღუდავდეს ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენციას და ფასებთან დაკავშირებულ სიგნალებს იმაზე მეტად, ვიდრე აუცილებელია. ამასთანავე, აღნიშნული ზომები არ უნდა აკისრებდეს გაუმართლებელ ტვირთს ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს, მათ შორის, ახალ მონაწილეებსა და მცირე საბაზრო წილის მქონე საწარმოებს. ასეთი ზომების მიღება უნდა დასაბუთდეს საბოლოო მომხმარებელზე მათი ეკონომიკური და სოციალური ზეგავლენისა და ელექტროენერგიის ფასზე მათი შესაძლო ზემოქმედების გათვალისწინებით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  134

3. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის ახალი ურთიერთდამაკავშირებლების მშენებლობას ან არსებულის მოვლა-პატრონობას განიხილავს ტრანსსასაზღვრო გადადინების სიმძლავრის გაზრდის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომები შეიძლება განხორციელებულ იქნეს სულ მცირე შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
    ა) საქართველოსა და შესაბამისი მეზობელი ქვეყნების გეოგრაფიულ მდებარეობასთან დაკავშირებული გარემოებები;
    ბ) ელექტროენერგიის ახალი ურთიერთდამაკავშირებლების მშენებლობის ხარჯსა და საბოლოო მომხმარებლის მიერ აღნიშნული ურთიერთდამაკავშირებლების შედეგად მიღებულ სარგებელს შორის გონივრული ბალანსის შენარჩუნება;
    გ) ელექტროენერგიის არსებული ურთიერთდამაკავშირებლების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  134

4. თუ ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა და საიმედოობისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის უზრუნველყოფისთვის, საჭიროა ელექტროენერგიის  წარმოების გარანტირებული სიმძლავრე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სამინისტროს მიერ შესაბამისი წინადადების წარდგენის შემთხვევაში ელექტროენერგიის ერთ ან რამდენიმე მწარმოებელს დააკისროს ვალდებულება, შეინარჩუნოს ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული სიმძლავრე, რომელიც  შესაძლებელია  ეფექტიანად  იქნეს გამოყენებული ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსების მიზნით, მათ შორის, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიის ან სხვა, განსაზღვრული ტიპის საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში. აღნიშნული ვალდებულების დაკისრება უნდა მოხდეს საჯარო მომსახურების ვალდებულებისთვის ამ კანონის მე-9 მუხლით  დადგენილი კრიტერიუმებისა და იმავე მუხლით გათვალისწინებულ კონსულტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების  დაცვით.  ელექტროენერგიის  წარმოების  გარანტირებული სიმძლავრის შენარჩუნების ვალდებულების დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება (მათ შორის, კონკურენციის ან/და სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელ წესებთან შესაბამისობა) დასაბუთებული უნდა იყოს. ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული სიმძლავრის შენარჩუნების წესებს ადგენს საქართველოს  მთავრობა.  ელექტროენერგიის  წარმოების გარანტირებული სიმძლავრის დისპეტჩერიზაციას ახორციელებს გადამცემი სისტემის  ის ოპერატორი, რომლის ქსელთანაც ელექტროენერგიის წარმოების შესაბამისი ობიექტი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების დაცვითაა მიერთებული. ელექტროენერგიის  წარმოების გარანტირებული  სიმძლავრის განაწილების შემდეგ წარმოებული ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული სიმძლავრის  საფასურს  ან/და ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს ადგენს კომისია თავის  მიერ დამტკიცებული  მეთოდოლოგიის შესაბამისად.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  134

5. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც ვრცელდება ელექტროენერგეტიკულ მოწყობილობებსა და მათთან დაკავშირებულ დანადგარებზე, აგრეთვე ასეთი მოწყობილობა-დანადგარების ტექნიკური შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ტექნიკური წესებით.
6. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაამტკიცოს იმ ობიექტების ნუსხა, რომლებსაც, მათი სტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმის დროს პრიორიტეტულად უნდა მიეწოდებოდეს ელექტროენერგია.