Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ article 1 კანონის მიზნები. 1. ამ კანონის მიზანია, შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება. 2. ეს კანონი აწესებს: საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობას ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ხელყოს მათი დამოუკიდებლობა; კონკრეტული სფეროს სრულყოფილი რეგულირების განხორციელების უფლებამოსილებას; პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურის გამჭვირვალობისა და საიმედოობის უზრუნველყოფისათვის; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შექმნის, საქმიანობისა და ორგანიზების ძირითად პრინციპებს. |