Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი article 88 წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი. 2. წამყვანი კომიტეტი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კანონპროექტთა ნუსხაში კანონპროექტს, რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, შეიტანს იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის ინიციატორი გამოთქვამს თანხმობას კანონპროექტის განხილვის პროცედურაში მის ინიციატორად მონაწილეობის გაგრძელებაზე და მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. იმ კანონპროექტზე, რომლის ინიციატორს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აღარ აქვს და რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებას მიზანშეწონილად მიიჩნევს წამყვანი კომიტეტი, კანონპროექტის ინიციატორად ჩაითვლება კანონპროექტის განმხილველი წამყვანი კომიტეტი. თუ კომიტეტს არ აქვს ასეთი კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლება, კანონპროექტი უმაღლესი საბჭოდან გათხოვილად ჩაითვლება. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი article 88 3. უმაღლესი საბჭოს ბიურო წამყვანი კომიტეტის მიერ შედგენილ კანონპროექტთა ნუსხას გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი კანონპროექტთა ნუსხების მიხედვით შეიმუშავებს და უმაღლეს საბჭოს წარუდგენს წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს. 4. უმაღლესი საბჭო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ. ის კანონპროექტები, რომლებიც აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული არ იქნება, უმაღლესი საბჭოდან გათხოვილად ჩაითვლება. 5. ამ მუხლით განსაზღვრული წესები ვრცელდება აგრეთვე უმაღლესი საბჭოს იმ დადგენილებების პროექტებზე, რომლებიც უმაღლეს საბჭოს წარედგინება კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს წარდგენისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ. |