FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  23

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს წესი, რომლითაც დაზუსტდება ამ მუხლით გათვალისწინებული ცალკეული მოთხოვნები, აგრეთვე განისაზღვრება ამ კანონის მიზნებისთვის უმოქმედო მოთხოვნის მაკვალიფიცირებელი კრიტერიუმები.
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  23

ინსტიტუციური ინვესტორის მიმართ მოთხოვნები.
1. ინსტიტუციურმა ინვესტორმა (გარდა ინიციატორისა ან თავდაპირველი კრედიტორისა) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შეძენამდე უნდა გადაამოწმოს, რომ:
    ა) თუ ინიციატორი ან თავდაპირველი კრედიტორი არ არის კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ინიციატორის ან თავდაპირველი კრედიტორის მიერ გაცემული სესხები ეფუძნება  ჯანსაღ და ნათლად განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და სესხის დამტკიცების, შესწორების, განახლებისა და დაფინანსების მკაფიოდ დადგენილ პროცესებს; აღნიშნულ ინიციატორს ან თავდაპირველ კრედიტორს დანერგილი აქვს შესაბამისი სისტემები, რათა უზრუნველყოს ამ კრიტერიუმებისა და პროცესების ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პრინციპების შესაბამისად მოვალის გადახდისუნარიანობის სრულყოფილი (საფუძვლიანი) შეფასებისთვის გამოყენება; ბ)  ინიციატორს ან თავდაპირველ კრედიტორს ამ კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად შენარჩუნებული აქვს სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესი და ეს ინსტიტუციური ინვესტორისთვის გამჟღავნებული აქვს;
    გ) ინიციატორი ან სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას იმავე მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად ამჟღავნებს;
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  23

დ) უმოქმედო მოთხოვნების შემთხვევაში მათი შერჩევისა და შეფასების ადეკვატური სტანდარტებია გამოყენებული.
2. ინსტიტუციურმა ინვესტორმა (გარდა ინიციატორისა ან თავდაპირველი კრედიტორისა) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შეძენამდე უნდა შეაფასოს ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებული რისკები. აღნიშნული შეფასება უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
    ა) ცალკეული სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტებისა და საბაზისო აქტივების რისკების შეფასებას;
    ბ) სეკიურიტიზაციის დეტალების შეფასებას, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შემოსავლიანობაზე (მათ შორის, გადახდების რიგითობისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების, საკრედიტო ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმების, ლიკვიდობის გაუმჯობესების მექანიზმების, საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელი საკითხებისა და აღნიშნული ტრანზაქციით განსაზღვრული დეფოლტის შემთხვევების შეფასებას).
3. ინსტიტუციურმა ინვესტორმა (გარდა ინიციატორისა ან თავდაპირველი კრედიტორისა) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შეძენამდე:
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  23

ა) უნდა დანერგოს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის რისკის პროფილისა და სათანადო შემთხვევაში მისი პორტფელის შესაბამისი წერილობითი პროცედურები, რათა მუდმივად უზრუნველყოს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან შესაბამისობის, სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტისა და საბაზისო აქტივების შემოსავლიანობის მონიტორინგი;
    ბ) ეროვნული ბანკის მოთხოვნისთანავე უნდა შეძლოს მისთვის იმის დემონსტრირება, რომ სრულყოფილად ესმის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი და დანერგილი აქვს ამ ინსტრუმენტის ფლობასთან დაკავშირებული რისკების მართვისთვის, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შეფასებების განხორციელებისა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოებისთვის საჭირო ყველა პოლიტიკა და პროცედურა.
4. ინსტიტუციურმა ინვესტორმა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ხელშეკრულებით შეიძლება დაავალოს ინიციატორისგან/თავდაპირველი კრედიტორისგან დამოუკიდებელ, შესაბამისი გამოცდილების მქონე სხვა პირს. ამ ვალდებულებების აღნიშნული პირისთვის დავალების მიუხედავად, მათი შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა დავალების გამცემ ინსტიტუციურ ინვესტორს ეკისრება.