Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 123 ვიდეოპაემანი. 1. ვიდეოპაემანი არის მსჯავრდებულის (გარდა ამ კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა) მიერ ამ მუხლით განსაზღვრულ პირთან ამ კოდექსით დადგენილი წესით პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით კომუნიკაცია. 2. მსჯავრდებული სარგებლობს ნებისმიერ პირთან 10 კალენდარული დღის განმავლობაში არაუმეტეს 1 ვიდეოპაემნის უფლებით. 3. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული სარგებლობს მშობელთან (მშვილებელთან), დედინაცვალთან, მამინაცვალთან, შვილთან (ნაშვილებთან), გერთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, დასთან, ძმასთან 1 წლის განმავლობაში 2 ვიდეოპაემნის უფლებით. 4. მსჯავრდებულს წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს თვეში 1 დამატებითი ვიდეოპაემანი, ხოლო განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს − 1 წლის განმავლობაში 1 დამატებითი ვიდეოპაემანი. 5. ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება მსჯავრდებულს ეზღუდება დისციპლინური სახდელის მოხდის, დისციპლინური პატიმრობის, პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებისა და კრიზისული ვითარების პერიოდებში. |
პენიტენციური კოდექსი article 123 6. ვიდეოპაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადება პენიტენციური დაწესებულების დირექტორს უნდა წარედგინოს ვიდეოპაემნის გამართვამდე არაუგვიანეს 7 დღისა. 7. ვიდეოპაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. 8. მსჯავრდებულთან ერთჯერადი ვიდეოპაემნის ხანგრძლივობა 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. 9. ვიდეოპაემანი შეიძლება ვადამდე შეწყდეს: ა) მსჯავრდებულის სურვილით; ბ) უსაფრთხოების დასაცავად. 10. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზებას მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. 11. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი ახორციელებს მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე მსჯავრდებულისა და მასთან ვიდეოპაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა. 12. მსჯავრდებულის მიერ ვიდეოპაემნის განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |