Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პოლიციის შესახებ article 46 პოლიციელის წახალისება. 1. სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისა და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის პოლიციელის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება; ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება; ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება; თ) მორიგი წოდების ვადამდე მინიჭება; ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება; ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა. 2. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიციელის წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. პოლიციელის წახალისების უფლება აქვს საამისოდ უფლებამოსილ პირს. 4. პირის მიერ პოლიციისთვის გაწეული დახმარებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმები, გარდა „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა. 5. პოლიციელის წახალისების წესს ადგენს მინისტრი. |