Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 63 წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა. 1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული: ა) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის ინიციატორია სამინისტრო; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით განისაზღვრება: ბ.ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კონკრეტული ვადები; ბ.ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობა, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე; ბ.გ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები; ბ.დ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პრიორიტეტები, წესი და პირობები. 3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება ხდება: ა) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით; ბ) ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით. 4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გამოძახება ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. |