FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  87

მოქმედების სფერო.
1. ეს კოდექსი ადგენს შესაბამისობის შეფასების ობიექტის – მასალის, პროდუქტის, მომსახურების, პროცესის, სისტემის, პირის − შესაბამისობის შეფასების სამართლებრივ საფუძვლებს. 2.  ამ კოდექსის შესაბამისად ხორციელდება შესაბამისობის შეფასების ობიექტის ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება.
3. შესაბამისობის შეფასების სავალდებულოობა დგინდება კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში ან შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომლის მიზანია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსა თვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება.
4. დაუშვებელია პროდუქტის შესაბამისობის შეფასების მოთხოვნა ბაზარზე განთავსებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მოთხოვნა უშუალოდ ტექნიკური რეგლამენტიდან გამომდინარეობს.
5. პროდუქტი, რომელიც შეკეთდა ბაზარზე განთავსების დროს, თავდაპირველი ფუნქციის, ტიპის და მიზნის ცვლილების გარეშე, არ ექვემდებარება ხელახალ შესაბამისობის შეფასებას, თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. რეგულირებული სფეროს გარდა, სხვა სფეროში შესაბამისობის შეფასება ნებაყოფლობითია, მათ შორის, პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის, და ხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.