Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 212 გარდაცვლილი პირის ან მისი ფერფლის გადმოსასვენებელი საშუალებისა და სამგლოვიარო დეკორატიული საგნის შემოტანა. იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საქონლის შემოტანა: ა) კუბო ან რელიგიური ტრადიციის შესაბამისი სხვა სპეციალური საშუალება, რომელიც გამოიყენება გარდაცვლილი პირის გადმოსვენებისას, სპეციალური ურნა, რომელშიც გარდაცვლილი პირის ფერფლია, ყვავილი, სამგლოვიარო გვირგვინი ან სხვა დეკორატიული საგანი, რომელიც, ჩვეულებრივ, ახლავს მათ; ბ) ყვავილი, სამგლოვიარო გვირგვინი ან სხვა დეკორატიული საგანი, რომელიც ჩამოტანილია უცხო ქვეყანაში მცხოვრები იმ პირის მიერ, რომელიც ესწრება დაკრძალვას ან მიდის საფლავის შესამკობად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, თუ ამ საქონლის მახასიათებლები ან ოდენობა მის სამეწარმეო მიზნით შემოტანაზე არ მიანიშნებს. |