Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ვაზისა და ღვინის შესახებ article 335 ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესები. 1. ღვინის კომპანია ვალდებულია აღრიცხოს ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესები და სააგენტოს დადგენილ ვადებში წარუდგინოს სავალდებულო შეტყობინებები. 2. ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ღვინის მწარმოებელზე, რომლის მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში ჯამურად 1500 ლიტრს არ აღემატება. 3. მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესსა და ფორმებს, აგრეთვე შესაბამისი პროდუქციის ტრანსპორტირების, შენახვის, დამუშავებისა და ჩამოსხმის დროს ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრულ ოდენობებს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 4. პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. |