Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 34 სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მოვალეობები. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები ვალდებული არიან: ა) შეასრულონ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები; ბ) შეიმუშაონ და მიიღონ სახანძრო უსაფრთხოების ზომები; გ) შეასრულონ ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიწერილობა და სხვა კანონიერი მოთხოვნა; დ) ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინონ მას ინფორმაცია/შესაბამისი დოკუმენტაცია შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის, ამ ობიექტების მიერ წარმოებული პროდუქციის ხანძარსაშიშროების, აგრეთვე მათ ტერიტორიაზე წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის, მათ შორის, ხანძრის, და მისი შედეგების შესახებ; ე) უზრუნველყონ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთა შესვლა ობიექტის ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობაში, აგრეთვე მათ შეუქმნან ზედამხედველობის განსახორციელებლად შესაბამისი სამუშაო პირობები და ხელი არ შეუშალონ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში; ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეატყობინონ ხანძარსაწინააღმდეგო გზებსა და გასასვლელებში ცვლილებების შესახებ; |