Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 49 ვიდეოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები. 1. ვიდეოგრამის დამამზადებელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს ვიდეოგრამა ნებისმიერი ფორმით, ვიდეოგრამის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით. 2. ვიდეოგრამის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ვიდეოგრამის პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება; გ) ვიდეოგრამის ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; დ) ვიდეოგრამის ორიგინალის ან ასლების გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ე) ვიდეოგრამის ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობით; ვ) ვიდეოგრამის გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვიდეოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 49 4. საქართველოში ვიდეოგრამის დამამზადებლის მიერ ან მისი თანხმობით ვიდეოგრამის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე. |