Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 104 ალტერნატიული წინადადება. 1. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე შეიძლება წარდგენილ იქნეს ალტერნატიული წინადადება. ალტერნატიული წინადადების წარდგენის უფლება აქვს კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის წევრს. 2. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, შესაბამისი კანონპროექტის მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვის დღის წინა დღის 18 საათამდე. ალტერნატიული წინადადება წარედგინება წამყვან კომიტეტსა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს. 3. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი. თუ მომხსენებელი არ ეთანხმება ალტერნატიული წინადადების მიღებას, წამყვანი კომიტეტი ან პარლამენტის პლენარული სხდომა კენჭისყრით წყვეტს კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების მიღების ან უარყოფის საკითხს. ალტერნატიული წინადადების წამყვანი კომიტეტის მიერ უარყოფის შემთხვევაში იგი წამყვანი კომიტეტის დასკვნასთან ერთად ეგზავნება პარლამენტის ბიუროს. |