FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  59

არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვის სხვა თავისებურებები.
1. არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლო აცხადებს, რომ არასრულწლოვანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, და მას განაჩენში შეაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის, 273-ე მუხლის პირველი ნაწილის, 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისი გარემოებები. ამასთანავე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სასჯელის დანიშვნის სხდომის თარიღს. სასჯელის დანიშვნის სხდომა უნდა გაიმართოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 7 დღისა.
2. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მოსამართლეს გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც, გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენში შეაქვს იმავე მუხლის და 273-ე და 274-ე მუხლების სხვა მოთხოვნების შესაბამისი გარემოებები.
21. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საკითხები ერთ სასამართლო სხდომაზე განიხილება.
3. არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით არ განიხილება.