Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროფესიული განათლების შესახებ article 19 რეგულირებადი პროფესია. 1. რეგულირებადი პროფესია არის მაღალი რისკის შემცველი პროფესია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, პიროვნების განვითარებასთან ან/და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესთან. 2. მხოლოდ კანონით შეიძლება განისაზღვროს ის რეგულირებადი პროფესიები, რომლებიც საჭიროებს შესაბამისი პროფესიული განათლების მიღებას ან/და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ან/და რომლებით საქმიანობის განსახორციელებლად მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის აუცილებელია შესაბამისი გამოცდის ჩაბარება ან/და პერიოდული პროფესიული გადამზადება. 3. რეგულირებად პროფესიაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე პერიოდული პროფესიული გადამზადების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. |