Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ article 9 პასუხისმგებლობა და სამართალწარმოების საკითხები. 1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის იმავე მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. 2. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობა ან ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განაცხადის შევსებისა და წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გაგრძელება იმავე ქმედების ჩადენისთვის ბოლოს დადებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 თვის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. |
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ article 9 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელს ადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სხვა სათანადო საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი სუბიექტისთვის დაკისრება არ ათავისუფლებს მას ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისაგან. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში. 8. ამ კანონის საფუძველზე ან/და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს. |