Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 31 წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები და კონტროლის ფარგლები. 1. წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ: ა) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი); ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სურსათის ეროვნული სააგენტო); გ) (ამოღებულია - 13.05.2025, №564); დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო); ე) მუნიციპალიტეტი. 2. დეპარტამენტი ახორციელებს: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების, ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვებისა და ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვების პირობების შესრულების კონტროლს; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, წყლის რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას; გ) წყლის რესურსების დაბინძურების ან/და დანაგვიანების ფაქტების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას; დ) სახელმწიფო კონტროლს მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის სფეროში. |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 31 3. სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლს და სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის თაობაზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას. 4. (ამოღებულია - 13.05.2025, №564); 5. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს ნახშირწყალბადების შემცველი ფლუიდიდან სეპარირებული წყლის განკარგვას და კონტროლს. 6. მუნიციპალიტეტი ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსებით სარგებლობის კონტროლს. |