Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 28 ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის ანაზღაურების პოლიტიკა და პრაქტიკა. 1. ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი ანაზღაურების პოლიტიკა და დანერგოს იმგვარი ანაზღაურების პრაქტიკა, რომლებიც შეესაბამება და ხელს უწყობს რისკების ჯანსაღ და ეფექტიან მართვას. ამგვარი პოლიტიკა და პრაქტიკა ხელს არ უნდა უწყობდეს ისეთი რისკების აღებას, რომლებიც საინვესტიციო ფონდის რისკების პროფილსა და სადამფუძნებლო დოკუმენტს არ შეესაბამება, და, ამასთანავე, ხელს არ უნდა უშლიდეს ლიცენზირებული აქტივების მმართველ კომპანიას, იმოქმედოს საინვესტიციო ფონდისა და მისი ინვესტორების საუკეთესო ინტერესებისთვის. 2. ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის ანაზღაურების პოლიტიკა და პრაქტიკა ვრცელდება იმ თანამშრომლებზე, რომელთა პროფესიული საქმიანობა არსებით გავლენას ახდენს ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის ან შესაბამისი საინვესტიციო ფონდის რისკის პროფილზე. 3. ამ მუხლის მოთხოვნები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიაზე, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია. |