Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 24 საბაზისო აქტივების კრიტერიუმები. 1. მოთხოვნები, რომელთა სეკიურიტიზაციაც ხორციელდება, უნდა იყოს ნამდვილი და აღსრულებადი. 2. ინიციატორმა და თავდაპირველმა კრედიტორმა იმ სასესხო/საკრედიტო მოთხოვნების მიმართ, რომელთა სეკიურიტიზაციაც განხორციელდება, უნდა გამოიყენონ ისეთივე მკაფიოდ განსაზღვრული და ჯანსაღი კრიტერიუმები, როგორსაც სხვა სასესხო/საკრედიტო მოთხოვნების მიმართ იყენებენ. ინიციატორსა და თავდაპირველ კრედიტორს ამ პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პროცესების დასანერგად უნდა ჰქონდეთ ეფექტიანი სისტემები, რათა უზრუნველყონ მოვალის გადახდისუნარიანობის სრულყოფილი შეფასება და ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინება, რომლებზე დაყრდნობითაც მოწმდება მოვალის მიერ სასესხო/საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სასესხო/საკრედიტო მოთხოვნებზე, რომლებიც ინიციატორის მიერ მათი მესამე პირისგან შეძენის დროს უმოქმედო იყო. ასეთ შემთხვევაში ინიციატორმა უნდა უზრუნველყოს ამ მოთხოვნების შერჩევისა და შეფასების ჯანსაღი სტანდარტების გამოყენება. |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 24 4. თუ ინიციატორი მესამე პირისგან შეიძენს მოთხოვნებს და ახორციელებს მათ შემდგომ სეკიურიტიზაციას, მან უნდა გადაამოწმოს, რომ პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობდა თავდაპირველი შეთანხმების დადებაში, აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. |