Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ article 9 სააგენტოს ქონება და შემოსავლები. 1. სააგენტოს საკუთარი მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. სააგენტოს ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისაგან, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისაგან, რომლებიც აისახება სააგენტოს ბალანსზე. 3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური; გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი; დ) კრედიტები და გრანტები; ე) შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4 . სააგენტოს საკუთარი მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად უფლება აქვს, გასცეს გრანტი. სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. |