FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  213

გარდამავალი დებულებები.
1. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების მიმართ არ გამოიყენება გარე გადამუშავებისა და შიდა გადამუშავების პროცედურები, გარდა შიდა გადამუშავების პროცედურისა, რომელიც საქონლის შერევის (კომპაუდირების) და გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის პირობით ხორციელდება.
2. ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყლის (ნავთობით დაბინძურებული წყლის) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხის) მიმართ არ გამოიყენება გარე გადამუშავებისა და შიდა გადამუშავების პროცედურები, გარდა შიდა გადამუშავების პროცედურისა, რომელიც გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის პირობით ხორციელდება.
3. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული:
    ა) სანებართვო მოწმობა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მასზე ვრცელდება ამ კოდექსის დებულებები;
    ბ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა უზრუნველყოს ამ კოდექსის დებულებების შესრულება.
4. ამ კოდექსის დებულებები ვრცელდება ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან დეკლარირებულ საბაჟო პროცედურებზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  213

5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე დეკლარირებულ სასაქონლო ოპერაციებზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი დებულებები და მათ შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
6. 2026 წლის 1 იანვრამდე იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელი.
7. ოქროს სიაში შეყვანით პირს 2026 წლის 1 იანვრამდე ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლოს გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით.
8. საბაჟო ორგანოს მიერ დაინტერესებულ პირზე ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის გაცემად მიიჩნევა შესაბამისი საბაჟო დეკლარაციისთვის შეფასების ნომრის მინიჭება.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  213

9. 2026 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.
10. 2026 წლის 1 იანვრამდე საბაჟო ორგანოსთვის ამ კოდექსის 155-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ მოითხოვება.
11. 2019 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყონ ამ კოდექსით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.