FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  74

ბავშვზე მორგებული პროცესი.
1. ყველა ბავშვს აქვს თანაბარი უფლება, მისი საქმე განხილულ იქნეს სამართლიანად და ამ უფლების შემადგენელი ყველა პრინციპის (მათ შორის, კანონიერების, თანაზომიერების, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპების) მიხედვით, აგრეთვე აქვს სასამართლოსთვის მიმართვისა და გასაჩივრების უფლება, იურიდიული დახმარებისა და იურიდიული კონსულტაციის მიღების უფლება.
2. საქმის სამართლიან განხილვაზე ბავშვის უფლება ვრცელდება როგორც დისციპლინურ წარმოებაზე ან/და ადმინისტრაციულ წარმოებაზე, ისე სასამართლოში სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მიმდინარე სამართალწარმოებაზე. დაუშვებელია ამ უფლების ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე მითითებით შეზღუდვა.
3. ბავშვს აქვს ადვოკატის მოწვევის უფლება. სახელმწიფო ბავშვისთვის უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას, როდესაც მას მოწვეული ადვოკატი არ ჰყავს.