Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროფესიული კავშირების შესახებ article 11 დასაქმების ხელშეწყობის უფლება. 1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) მონაწილეობს დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის, საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან გათავისუფლებულ მუშაკთა სოციალური დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში. 2. დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები) შესაბამის პროფესიულ კავშირებს წინასწარ – 2 თვით ადრე მაინც – აწვდიან ინფორმაციას საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ, რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას ან შრომის პირობების გაუარესებას, გათავისუფლებულ მუშაკთათვის საქართველოს კანონმდებლობითა და კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. 3. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოს განსახილველად წარუდგინოს წინადადება მუშაკთა მასობრივ გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ვადების გადაწევის ან დროებით შეჩერების თაობაზე. 4. პროფესიული კავშირი საზოგადოებრივ ზედამხედველობას უწევს დასაქმების მდგომარეობას. |
პროფესიული კავშირების შესახებ article 11 5. დამსაქმებლის ინიციატივით მუშაკთან – პროფკავშირის წევრთან – შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) ვადაზე ადრე შეიძლება გაუქმდეს შესაბამის პროფკავშირის კომიტეტთან (პროფკომიტეტთან) წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) გათვალისწინებულ შემთხვევებში. 6. დაუშვებელია დამსაქმებლის მიერ მუშაკის დისკრიმინაცია პროფკავშირის წევრად ყოფნის ან არყოფნის გამო. 7. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ძალის სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ორგანიზებული მოწვევის ან საქართველოდან ორგანიზებული გაყვანის საკითხის განხილვაში. |