FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  52

მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის გამოყენება.
1. დაშვებულია მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის დამამზადებლის და ასეთ ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების შემსრულებლის თანხმობის გარეშე, მაგრამ ჰონორარის გადახდით:
    ა) ფონოგრამის საჯარო შესრულება;
    ბ) ფონოგრამის საჯარო გადაცემა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას ახორციელებს იმ ორგანიზაციათაგან ერთ-ერთი, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ შემსრულებელთა და ფონოგრამის დამამზადებელთა უფლებებს, ამ ორგანიზაციათა შორის შეთანხმების შესაბამისად.
3. ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, ფონოგრამით მოსარგებლეებსა და, მეორე მხრივ, მხოლოდ იმ ორგანიზაციას, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ფონოგრამის დამამზადებლებისა  და  შემსრულებლების უფლებებს, შორის შეთანხმებით. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო შესაბამისი ჰონორარი გადაიხდება იმავე მუხლის მე-7 და 7-1 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  52

4. ფონოგრამებით მოსარგებლეებმა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ორგანიზაციებს უნდა წარუდგინონ პროგრამები (გეგმები), რომლებიც შეიცავს ზუსტ ცნობებს ფონოგრამების გამოყენების ოდენობის შესახებ, აგრეთვე სხვა ცნობები და საბუთები, რომლებიც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის.
5. ამ მუხლის მიზნებისათვის ფონოგრამა, რომელიც ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა სადენებიანი ანდა უსადენო კავშირგაბმულობის საშუალებით მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს, განიხილება, როგორც მოგების მიღების მიზნით გამოცემული.