Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 106 8. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები. თითოეული მათგანის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო თუ 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული უფრაქციო პარლამენტის წევრები თითოეული მათგანის გამოსვლისთვის გამოყოფილ დროს ერთმანეთს დაუთმობენ, შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ამისთვის პარლამენტის წევრები მომხსენებლის გამოსვლის დასრულებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში. ამ პარლამენტის წევრთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრს შეუძლია გამომსვლელთა სიაში ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და სიტყვის მიცემის მომენტისთვის ესწრება სხდომას, უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისთვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისთვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 106 9. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები ამ თანამიმდევრობით და პარლამენტის პლენარულ სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების თაობაზე.გამოსვლებისთვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა. 10. კანონპროექტზე მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის წარმომადგენელი, ფრაქციის წარმომადგენელი, უფრაქციო პარლამენტის წევრი სიტყვით გამოდის სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან, თუ მისი გამოსვლის ხანგრძლივობა 3 წუთს აღემატება. თუ გამოსვლისთვის განსაზღვრული დრო 3 წუთს არ აღემატება, პარლამენტის წევრს (გარდა მომხსენებლისა) უფლება აქვს, სიტყვით გამოვიდეს აგრეთვე სხდომათა დარბაზში მისთვის განკუთვნილი ადგილიდან. 11. ფრაქციის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 106 12. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ჩაითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი. 13. კანონპროექტის პირველი მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შესახებ. 14. კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის უარყოფის შესახებ. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 106 კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა. 1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება მისი პირველი მოსმენით განხილვით, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა იწყება კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლით. 3. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოსვლის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. 4. კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისთვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისთვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისთვის გამოვიდეს თითოჯერ. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 106 5. შეკითხვების დასრულების შემდეგ კანონპროექტზე მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში მომხსენებლის პასუხის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. 6. კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით გამოდის კანონპროექტზე თანამომხსენებელი. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისთვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 106 7. კანონპროექტზე თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი (თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი) და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა − 5 წუთს. |