Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 50
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური
ბიუჯეტის შესახებ“ article 12 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები. განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და მესამის შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით: |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური
ბიუჯეტის შესახებ“ article 12 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები. . . აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მრავალწლიანი შესწავლისა და დასაბუთებული ანალიზის შედეგების, სოციოლოგიური კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ დევნილი, აგრეთვე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მკურნალობას ვერ ახერხებს დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში, ვინაიდან მოკლებულია სამკურნალო საშუალებების შეძენის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსალოდნელია მოსახლეობის ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება და დაავადებათა გართულებები. ეს გარემოება ხაზგასმით მიუთითებს პროფილურ მედიკამენტურ დახმარებაზე გაცილებით მეტ მოთხოვნის აუცილებლობაზე. მოცემულ ვითარებაში, სამინისტროს მიერ მოსახლეობის თუნდაც ნაწილის მედიკამენტებით უზრუნველყოფა მიზნობრივი ჯანდაცვითი პროგრამული დაფინანსების გზით, რეალური ხელმისაწვდომობის ფაქტორია ბენეფიციარებისათვის და ორიენტირებულია პაციენტთა დროული მედიკამენტური მკურნალობის, როგორც მინიმუმ, ინიციირებაზე მაინც. იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა მოიცავს, როგორც მინიმუმ, მკურნალობის დაწყებისათვის აუცილებელი მედიკამენტების ცენტრალიზებული წესით შეძენას და გაცემას პაციენტებზე კომისიური წესით გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური
ბიუჯეტის შესახებ“ article 12 აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილისათვის თანამედროვე და ეფექტური მედიკამენტებით დახმარება მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით დაავადებათა დროული და ადეკვატური მკურნალობის დაწყების რეალურ საფუძვლებს შექმნის, რაც, როგორც მინიმუმ, ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური
ბიუჯეტის შესახებ“ article 12 დადგენილია, რომ დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა პროგნოზულად ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესების მაღალი რისკის კატეგორიას განეკუთვნება. ეს გარემოება განსაზღვრავს გაცილებით მეტ მოთხოვნას სამედიცინო დახმარებაზე. სინამდვილეში კი, სიღარიბისა და ფინანსური ხელმიუწვდომლობის მიზეზით, იძულებით გადაადგილებულთა აბსოლუტური უმრავლესობა მოკლებულია ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, მით უმეტეს, მაღალტექნოლოგიურ და სპეციალიზებულ სამედიცინო სერვისს. ასეთ ვითარებაში დევნილთა, აგრეთვე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა, ეკონომიური სიდუხჭირიდან გამომდინარე, დაბალი სამედიცინო აქტივობის გათვალისწინებით, არსებით მნიშვნელობას იძენს მოსახლეობის სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის ეფექტურობა, რასაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს შესაბამისი პროგრამული ჯანდაცვითი ღონისძიებების შემუშავება და სწორი მენეჯმენტის პირობებში რეალიზაცია, რაც საბოლოო ჯამში დევნილი თანამემამულეებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური
ბიუჯეტის შესახებ“ article 12 სამედიცინო სერვისებზე ხელმიუწვდომლობა უაღრესად სერიოზული საფრთხეების შემცველია, რადგან მასზეა დამოკიდებული დაავადებათა გამოვლინების ვადები, დიაგნოზის ვერიფიცირება და მკურნალობის სწორი ტაქტიკა. ცხადია, დაგვიანებულ შემთხვევებში კონკრეტული პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პროგნოზი, ხშირ შემთხვევებში, ნეგატიური სახისაა. მრავალწლიანი შესწავლა და დინამიკური ანალიზი აჩვენებს დევნილთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ზოგადი და კერძო ავადობის, დემოგრაფიული მაჩვენებლების არსებით უარესობას საქართველოს საერთო მაჩვენებლებთან შედარებით. საკმარისია აღინიშნოს, რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (დსკ) მე-10 გადახედვის შესაბამისად, კლასიფიკატორის ჯგუფების უმრავლესობაში დევნილთა ავადობა 1.3-1.5-ჯერ და მეტადაც აღემატება ქვეყნის საშუალო პარამეტრებს. საყურადღებოა დაავადებათა „გაახალგაზრდავების“ არასახარბიელო ტენდენციაც, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაჩვენებლებზე. |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური
ბიუჯეტის შესახებ“ article 12 სიტუაციის ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ ამბულატორიული პროფილის კომპლექსური სამედიცინო ღონისძიებების რეალიზაციით შესაძლებელი ხდება არა მარტო კონკრეტულ მოქალაქეთა, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ მაჩვენებლებში ერთგვარი სტაბილიზაციის და ცალკეულ შემთხვევებში, პოზიტიური ძვრების მიღწევა. მოსახლეობის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური სადიაგნოსტიკო პროფილის სერვისით უზრუნველყოფა, მიზნობრივი ჯანდაცვითი პროგრამული დაფინანსების გზით, რეალური ხელმისაწვდომობის ფაქტორია და ორიენტირებულია დაავადებათა მაღალტექნოლოგიურ, სწორ დიაგნოსტირებაზე. ეს კი ეფექტური მკურნალობის ტაქტიკის შერჩევის აუცილებელი პირობაა. |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური
ბიუჯეტის შესახებ“ article 12 სამინისტროს მიზნობრივი ჯანდაცვითი პროგრამების სახით აფხაზეთის მოსახლეობის (პირველ რიგში, იძულებით გადაადგილებულთა) პროფილური სამედიცინო საქმიანობის სწორი დაგეგმვა-რეალიზაციის პირობებში შესაძლებელი ხდება ზოგადი და კერძო ავადობის, დემოგრაფიული მაჩვენებლების მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია და, რიგ შემთხვევებში, დადებითი ტენდენციების მიღწევა. ამ პირობებში სამინისტრო არსებით მნიშვნელობას ანიჭებს მოსახლეობის ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარების ცალკეული სახეებით უზრუნველყოფას, რაც ორიენტირებულია მოქალაქეთათვის ამ სახის მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე, მათი სამედიცინო აქტივობის ამაღლებაზე და დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების ხელშეწყობაზე. აფხაზეთის მოსახლეობის ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარების ცალკეული სახეებით (მათ შორის, კორონაროგრაფიული მომსახურების) უზრუნველყოფა. პროგრამა გულისხმობს საპროგნოზო პერიოდში ჰოსპიტალური დახმარების პროგრამის რეალიზებას, რომლის შემადგენელი ნაწილები (კომპონენტები) მოიცავს სახელმწიფო შესყიდვების გზით ბენეფიციარებისთვის იმ დახმარების გაწევას, რაც, ძირითადად, დარჩენილია ცენტრალური (სახელმწიფო) ჯანდაცვითი პროგრამების მომსახურების ჩამონათვალის მიღმა (მათ შორის, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებისა). |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური
ბიუჯეტის შესახებ“ article 12 რეალურად, ამ პროგრამის განხორციელება, დამატებითი ღონისძიების სახით, ემსახურება საპროგნოზო პერიოდში სამოქმედოდ გათვალისწინებულ სახელმწიფო ჯანდაცვით პროგრამებში მოსალოდნელი ლუფტების შევსების საქმეს. ზემოაღნიშნულთან ერთად, პროგრამის კომპონენტების განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება მათ ეფექტურობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე/სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მათი რეალური პოზიტიური ზემოქმედების ხარისხს და სხვა იმ დადებით მომენტებს, რაც ვითარების კონტროლირებად სივრცეში მოქცევისთვისაა აუცილებელი. |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური
ბიუჯეტის შესახებ“ article 12 დევნილთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო დახმარების მიახლოების მიზნით, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მრავალპროფილიანი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების სისტემა, წლების მანძილზე დადებითადაა აპრობირებული და მას მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს როგორც სამედიცინო მომსახურეობის გაუმჯობესების, ისე ახლო პერიოდსა და პერსპექტივაზე გათვლილ ოპტიმალურ ღონისძიებათა კომპლექსის ფორმირების თვალსაზრისით. პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების ძირითადი მიზანია ავადობის აქტიური გამოვლენა, ჯანმრთელობის ფორმირებისა და განმტკიცებისათვის მიმართული დროული სამედიცინო გამოკვლევები, დაავადებათა პრევენცია და გაუვრცელებლობის ხელშეწყობა. ამ სახის ღონისძიებები საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია დევნილი თანამემამულეების სამედიცინო აქტივობის ამაღლების კუთხითაც და ამასთან ერთად იგი საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ შემდგომში დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მიერ განხორციელდეს დინამიური მეთვალყურეობა გამოვლენილ პაციენტეზე. |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური
ბიუჯეტის შესახებ“ article 12 თავად პროფილაქტიკური სამედიცინო ღონისძიების ეფექტურობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ის გარემოება, რომ იგი მოიცავს (მართალია, ერთჯერადად) ბევრ ისეთ მოქალაქეს, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო, არ ან ვერ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას. იგპ-თა შორის ამ აქციის მსვლელობისას საკმაოდ მაღალია მწვავე დაავადებათა გამოვლენის ხვედრითი წილი. დევნილებში მასობრივი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების კამპანიისას პირველადად ვლინდება ისეთი სერიოზული პათოლოგიებიც კი, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, ავთვისებიანი წარმონაქმნები და სხვ. ხშირია ქრონიკული და კომბინირებული დაავადებებიც, რომლებიც ხშირ შემთხვევებში, ადრე პაციენტისათვის ცნობილი არ იყო, ან იცოდა მათ შესახებ, მაგრამ აქტიურად არ მიმართავდა სამედიცინო დაწესებულებას (ე.წ. „აისბერგი“). სამინისტრო მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს მობილური ბრიგადების აღჭურვაზეც. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ აქციების პროცესში ფართოდ გამოიყენება თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურა (პორტატული ექოსკოპები, ელექტროკარდიოგრაფები, გლუკომეტრები). საყურადღებოა, რომ სათანადო მედიკამენტური ბაზის ქონის პირობებში პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვები არა მარტო უფრო ეფექტური, არამედ გაცილებით აქტიურიც ხდება. |