FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  54

დ) საქართველოში შემოსულ სატრანსპორტო საშუალებებზე;
    ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებზე, ტარასა და შესაფუთ საშუალებებზე;
    ვ) იმ დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ტერიტორიებსა და შენობებზე, რომლებიც ამზადებენ, ამუშავებენ, ინახავენ მცენარეულ პროდუქტებს და ახორციელებენ მათ რეალიზაციას, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტყეებზე, საკარმიდამო და სააგარაკო ნაკვეთებზე. საქართველოს 2014  წლის 17 აპრილის   კანონი №2285  - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  54

მცენარეთა კარანტინი.
1. საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა კარანტინი ხორციელდება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციისა (IPPC) და ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების ( I S PM) მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. მცენარეთა კარანტინის ძირითადი ამოცანებია:
    ა) საქართველოს ტერიტორიის დაცვა სხვა ქვეყნიდან საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან;
    ბ) შემოჭრილი საკარანტინო მავნე ორგანიზმების დროულად აღმოჩენა და გავრცელების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ორგანიზება, აგრეთვე ამ ღონისძიებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
    გ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების უზრუნველყოფა.
3. მცენარეთა კარანტინი ვრცელდება:
    ა) სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და დეკორატიული კულტურების თესლებსა და სარგავ მასალებზე, მცენარეებსა და მათ ნაწილებზე, აგრეთვე ნებისმიერ მცენარეულ პროდუქტსა და სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტზე, რომლებიც შეიძლება გახდეს საკარანტინო მავნე ორგანიზმის გადამტანი;
    ბ) სოკოებსა და მათ კულტურებზე, ბაქტერიებზე, ვირუსებზე, ნემატოდებზე, ტკიპებსა და მწერებზე;
    გ) მწერების კოლექციაზე, დაავადებების გამომწვევებსა და ნიმუშებზე, აგრეთვე ჰერბარიუმებსა და თესლების კოლექციაზე;